იუსტიციის საბჭო ახალ თავმჯდომარეს ირჩევს - ვინ შეცვლის მიქაუტაძეს?

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს თავმჯდომარეს ირჩევს. საერთო სასამართლოების შესახებ, კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობიდან უნდა შეირჩეს. ამ დროისათვის ცნობილია მხოლოდ ერთი კანდიდატურა. საბჭოს თავმჯდომარეობა ნინო ქდაგიძეს სურს.

არამოსამართლე წევრებისთვის ეს ცვლილებები ე.წ. სასამართლო კლანის გაძლიერებასა და მართლმსაჯულების სისტემის საბოლოო დამორჩილებას ნიშნავს - ვინ გახდება საბჭოს თავმჯდომარე მნიშვნელობა არ აქვს, ის იქნება ჩინჩალაძის სახე - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც დრევანდელ სხდომას ონლაინ რეჟიმში დაესწრება.

"მნიშვნელობა არ აქვს ვინ გახდება საბჭოს თავმჯდომარე. ცნობილი ვიდეო მახსენდება ნაცვლიშვილი რომ საუბრობს ივანიშვილზე, ყველა მათგანში რომ ბიძინა ივანიშვილს ხედავს. ასეა საბჭოშიც და სასამართლო სისტემაშიც. ყველა მათგანი წარმოადგენს ჩინჩალაძე-მურუსიძეს - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას, ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ, საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ასრულებდა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2018 წლის 2 აგვისტოს დატოვა და წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი