ახლა უკვე ქუჩაში უნდა ვიაროთ პირბადით - მარინა ენდელაძე

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე საზოგადოებას მოუწოდებს ქუჩაშიც პირბადით იარონ.

„კლასტერები გავრცელდა ქვეყნაში, ამისთვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, უკვე აღარ არის ის ეტაპი, როცა მხოლოდ სოციუმებში იყო პირბადის ტარება აუცილებელი, ახლა უკვე ქუჩაში უნდა ვიაროთ პირბადით იმიტომ, რომ შეიძლება ახლო კონტაქტი მოგვიწიოს. ამიტომ, ძალიან სერიოზულად არის რეგულაციების დაცვა აუცილებელი“-ამბობს ენდელაძე.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 4 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი