ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი დაცვის მხარის განცხადებებს რომ პროკურატურას არ აქვს პირდაპირი მტკიცებულება, როგორ ჩააგდეს გიორგი შაქარაშვილი წყალში, პასუხობს. დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც მკვლელობაში აქვთ ბრალი წაყენებული, გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩააგდო
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ის გარემოება, რომ გიორგი შაქარაშვილს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა სხეულზე და მისი გარდაცვალება წყალში დახრჩობით მოხდა. ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც მკვლელობაში აქვს ბრალი წაყენებული, გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩააგდო. ამას ვარაუდით არ ვამბობთ, ამას მტკიცებულებების, ვიდეოჩანაწერის, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ვაცხადებთ - ამბობს პროკურორი.
მისივე თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომ გურამ ამირხანაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი იმ ტერიტორიასთან ახლოს იყვნენ, სადაც შაქარაშვილს მისდევდნენ. გარდა ამისა, პროკურორი ამბობს, რომ როცა გურამ ამირხანაშვილი თბილისში წამოიყვანეს, გზაშიც იყო საუბარი შაქარაშვილთან დაკავშირებით, ბრალდებულები ინტერესდებოდნენ, ისევე კარგად იცოდა თუ არა მან ცურვა.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს - არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს ედავებიან.
შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 18 პირია დაკავებული
პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.