იუსტიციის საბჭომ ახალი თავმჯდომარე აირჩია

გამოქვეყნდა:

იუსტიციის საბჭოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია. რამდენიმე წუთი წინ, გიორგი მიქაუტაძე ნინო ქადაგიძემ ჩაანაცვლა. მას საბჭოს 14 წევრიდან უმრავლესობამ - 13-მა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი კი მხოლოდ ერთი - არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი იყო, რომელიც სხდომას ონლაინ რეჟიმში ესწრებოდა. ქადაგიძის გარდა, საბჭოში სხვა კანდიდატურა დასახელებული არც ყოფილა.

ვინ გახდება საბჭოს თავმჯდომარე მნიშვნელობა არ აქვს, ის იქნება ჩინჩალაძის სახე - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი და თვლის, რომ ცვლილებები, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ, კანონში შევიდა, ე.წ. კლანის გაძლიერებას ემსახურება.

საერთო სასამართლოების შესახებ, კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობიდან უნდა შეირჩეს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას, ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ, საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ასრულებდა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2018 წლის 2 აგვისტოს დატოვა და წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი