სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მკურნალობას ვერ უზრუნველყოფს-ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ამ დრომდე უცნობია როდის გადაიყვანენ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოკვლევებზე სამოქალაქო კლინიკაში და გადაიყვანენ თუ არა.

პენიტენცური სამსახური აცხადებს,რ ომ დეკანოზის მდგომარეობა მძიმე არ არის და მას ციხეშიც სათანადოდ მკურნალობენ. საპირისპიროს ამტკიცებს მამალაძის ოჯახი და მისი ადვოკატი:

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ დღეს უნდა განხორციელებულიყო ეს კვლევა, სამოქალაქო პროფილის კლინიკაში, თუმცა საბოლოოდ,სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ვერ მოახერხა და ვერ შეძლო ამ კვლევის დაგეგმვა, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, კვლევა ზოგადად იგეგმება, უბრალოდ ამ საკითხზე ჯერ კიდევ კომუნიკაციის პროცესში ვიქნებით.

მას შემდეგ, რაც გადმოიყვანეს ნომერ მეთვრამეტე დაწესებულებაში ვუთითებთ, რომ ადეკვატურ მკურნალობას და ექსპერტთა ჯგუფი ადასტურებს ამას, რომ იმ მკურნალობას, რა მკურნალობასაც მსგავსი დიაგნოზის პაციენტები უნდა იღებდნენ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ვერ უზრუნველყოფს- ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძის ოჯახი და მისი ადვოკატი, დეკანოზის კლინიკაში გადაყვანას დღეს დილიდან ელოდებოდნენ, თუმცა უარი მიიღეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი