აჭარაში, კოვიდსასტუმროში მყოფი COVID 19-ით ინფიცირებული 41 წლის ქალი გარდაიცვალილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბოემბოლიაა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ. პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
გარდაცვლილს კორონავირუსი დაუდასტურდა 10 ოქტომბერს, იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კოვიდსასტუმროში გადაიყვანა.