ოჯახის ტრაგედია ხელვაჩაურში - თედორაძეები პასუხისმგებლობას მერს აკისრებენ

გამოქვეყნდა:

შვილმკვდარი დედა და ტრაგიკულად დაღუპული თედორაძეების ოჯახის ახლობლები უშედეგოდ ელოდებოდნმენ ხელვაჩაურის მერისგან თანადგომას. ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე სოფელ ჯოჭოში მეწყერის შედეგად დაღუპული ოჯახის ახლობლებს საკუთარი თანამშრომლების დახმარებით გაექცა.  სტიქიის შედეგად დარუპული ლევან თედორაძის დედა და დეიდები მომხდარზე პასუხისმგებლობას სწორედ ხელვაჩაურის მერს აკისრებენ. ისინი ყვებიან, რომ მეწყრული პროცესები რომელიც მატ სახლს საფრთხეს უქმნიდა ჯერ კიდევ 5 წლის წინ დაიწყო. ამის შესახებ მუნიციპალიტეტსაც შეატყობინეს და საქმეში გეოლოგებიც ჩართეს თუმცა, მაშინ, მათ ყურადღება არავინ მიაქცია. საბოლოოდ, ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა. 

ტრაგიკულად დაღუპული ოჯახის ახლობლები ხელვაჩაურის მერის მოსვლას ერთი საათი ელოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯუმბერ ვარდმანიძეს მათი მისვლის შესახებ შეატყობინეს მერმა შვილმკვდარ დედასთან შეხვედრა არ იჩქარა. მოსვლის მერეც იმას უმტკიცებდა, რომ არანარი განაცხადი წლების წინ მუნიციპალიტეტში არ შესულა და მატი პრობლემის შესახებ არაფერი იცოდა. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დღეს მხოლოდ მერი არ ყოფილა ტრაგიკულად დაღუპული ოჯახის ახლობლების მიმართ აგრესიული. შვილმკვდარ დედას ხელისუფლებასთან დაახლოვებული ერთ-ერთი ორგანზიაციის წარმომადგენელმა მერაბ ღოღობერიძემ შეურაცხყოფა მიაყენა და ის შოუს გამართვაში დაადანაშაულა. 

ტრაგედია ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში ორი კვირის წინ დატრიალდა. ჩამოწოლილი მეწყერის გამო ცოცოხლად დაიმარხა ერთი ოჯახის სამი წევრი. მათ შორის ერთი არასრულწლვანი. მეწყერმა კიდევ ორი ადამიანი იმსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი