გუშინ, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 წლის ბავშვი დაშავდა. მცირეწლოვნის ოჯახის წევრების თქმით, ბავშვს მრავლობითი მოტეხილობები აქვს.
ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში დაშავებული მცირეწლოვანის მშობლებს უთხრეს, რომ შესაბამის ოპერაციას ბათუმში ვერ გაუკეთებენ და საჭირო იყო არასრულწლოვნის თბილისში გადაყვანა. თუმცა რეანომობილს 7 საათის განმავლობაში ელოდებოდნენ. დაშავებული მცირეწლოვნის ახლობლები ამბობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებაში რეანომობილის დაგვიანების სხვადასხვა მიზეზს ეუბნებიან, მათ შორის: თავისუფალი რეანომობილის არ არსებობას და ექიმის ვერ მოძიებას, რომელიც დაშავებულს თბლისში გაჰყვებოდა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე