პლატფორმა 20/20 ქსნის სკოლიდან წინასაარჩევნოდ გათავისუფლებულ დირექტორს შეხვდა

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის წევრები ქსნის სკოლიდან წინასაარჩევნოდ გათავისუფლებულ სკოლის დირექტორს, დოდო ჭოტორლიშივლს, შეხვდნენ. პლატფორმის წარმომადგენლების თქმით, წინასაარჩევნოდ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების გათავისუფლება საარჩევნო გარემოზე ნეგატიურად აისახება. 

"ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ქმედებაა, როდესაც დირექტორებს ათავისუფლებენ პოლიტიკური ნიშნით. ეს ხდება მაშინ, როდესაც სახელისუფლებო რესურსები და სახელისუფლებო პარტია ერთმანეთისგან არ არის გამიჯნული" - ამბობს 20/20-ის წევრი.

შეგახსენებთ, რომ დოდო ჭოტორლიშვილი სამსახურიდან 12 ოქტომბერს, პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლესრის შედეგადაც იგი საავადმყოფოში ინფაქტის ნიშნებით მოხვდა.

ცნობისთვის, წინასაარჩევნოდ მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებიდან 6 დირექტორი პოლიტიკური ნიშნით ისე გაათავისუფლეს, რომ მათ სამსახურის დაკარგვის შესახებ შემთხვევით გაიგეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი