წინასაარჩევნოდ შედგენილი ე.წ. შავი სიები და ტერორი მასწავლებლებსა და დირექტორებზე. მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებიდან 6 დირექტორი პოლიტიკური ნიშნით ისე გაათავისუფლეს, რომ მათ სამსახურის დაკარგვის შესახებ შემთხვევით გაიგეს.
წეროვნის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი რომ იყო განათლების სამინისტრომდე ხმა სოფლის გამგებელმა, სუს-ის დახმარებით მიიტანა.
"მთავარის" ინფორმაციით, სოფელ გალავნის სკოლის უკვე ყოფილი დირექტორი განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდა და გარანტიებიც მიიღო, რომ მმართველი გუნდის მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვა სკოლაში დანიშნავდნენ.
წილკნის სკოლის დირექტორი კი დარწმუნებულია, რომ შავ სიაში შემთხვევით მოხდა. სჯერა, რომ შეცდომას გამოასწორებენ, რადგან "ქართული ოცნების" მხარდამჭერია.
სცენარი იგივეა, რაც 2016 წელს ია კერზაიას შემთხვევაში. იმისათვის, რომ ტრაგედია არ განმეორდეს, კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია წინასაარჩევნოდ მორატორიუმის გამოცხადებას და დირექტორების მოხსნა-დანიშვნის გადადებას ითხოვს.
ამ დროისთვის მხოლოდ მცხეთა მთიანეთიდან დირექტორობის ვადა 14 საჯარო სკოლის ხელმძღვანელს ამოეწურა, თუმცა აქედან რვას, რომელიც ქართული ოცნების მხარდამჭერია, განცხადებები ახალ სამუშაო ადგილებზე გადასანაწილებლად დააწერინეს, ექვსი ყოფილი დირექტორის ბედი კი ამ დრომდე უცნობია.