ბრიტანული ცენტრის წმ. ნიკოლოზის სკოლის ორ პირველკლასელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სკოლაში კორონავირუსი ორ პირველკლასელს დაუდგინდა. გავრცელების სავარაუდო წყარო ერთ-ერთი ინფიცირებულის ბებიაა. წმინდა ნიკოლოზის სკოლამ კონტაქტური სასწავლო პროცესი უკვე შეწყვიტა.

ტესტირებას კლასელებს მშობლები უტარებენ ინდივიდუალურად, ვესაუბრეთ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს, მივიღეთ რეკომენდაციები და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები 2 კვირით გადავიყვანეთ ონლაინ სწავლაზე, - თქვა სკოლის დირექტორმა.

მოსწავლეები 2 კვირით - პირველ ნოემბრამდე - სწავლის  ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი