არასრულწლოვნების სწორი ჩვენების მაღალი მოლოდინი არ მაქვს - პროკურორი შაქარაშვილის საქმეზე

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე უკვე საათზე მეტია, მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე არასრულწლოვნები ლ.შ. და გ.მ. მოწმის სახით გამოიკითხებიან და გამოძიებას მიაწვდიან ჩვენებას, თუ რა მოხდა 18 ივნისის ღამეს.

ბრალდების მხარის მტკიცებით კი, მათ არ აქვთ იმედი, რომ არასრულწლოვნები გამოძიებას სწორ და მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდიან. 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამირხანაშვილისთვის ყველაფერია ცნობილი და მას რომ თავიდანვე მიეცა სწორი ჩვენება გამოძებისთვის, ეს საქმე ასეთნაირად არ წარიმართებოდა, როგორც დღეს მიმდინარეობს. მე მიმაჩნია, რომ მან გამოძიება შეიყვანა შეცდომაში, ამიტომ ვნახოთ, დღეს ბრალდებულები რა ჩვენებას მისცემენ", - ამბობს ბრალდების მხარის წარმომადგენელი.

დაცვის მხარის წარმომადგენელი კი არასრულწლოვნების ჩვენების სისწორეში დარწმუნებულია. 

"დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ არასრულწლოვანების ჩვენებები სრულ შესაბამისობაში იქნება აქამდე დაკითხული ბრალდებულების ჩვენებებთან და ისინი განამტკიცებენ მათ უდანაშაულობას".

პროკურორი ნანა გუგუტიშვილი კი ამბობს, რომ წინა პრაქტიკებიდან გამომდინარე, არასრულწლოვნების მიერ მიცემული ჩვენების სისწორის მაღალი მოლოდინი არ აქვს. 

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ახლა საბოლოო ეტაპი მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის ყველა მოწმის დაკითხვა, მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული, თუმცა 11 დაკავებულის საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო.

მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ, რაც 4-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

11 აგვისტოს კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 პირს -  ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ზ.ხ-ს, ა.ქ-ს. და ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმა.

ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი