გუდაურის საქმებზე ბრალდებული კობიაშვილის ოჯახი მასშტაბურ აქციას აანონსებს

გამოქვეყნდა:

გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის საქმეზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მერაბ კობიაშვილის გასასამართლებლად, ნაფიცი მსაჯულების შერჩევა აქციის ფონზე მიმდინარეობს. ბრალდებულ კობიაშვილის ოჯახი პროკურატურას მიკერძოებაში და არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს.

ოჯახი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყება შეეცადა, რომ ნაფიცმსაჯულებად პროკურორებთან და გარდაცვლილის ოჯახთან ნათესაურ კავშირში მყოფი ადამიანები შეერჩია. მათივე ინფორმაციით, 6 თვის მანძილზე გორის სასამართლომ მხოლოდ 6 ნაფიცმსაჯული შეარჩია.

"6 თვის მანძილზე მიმდინარეობს ნაფიცმსაჯულთა შერჩევის პროცესი, სამწუხაროდ, 6 ადამიანზე მეტი ვერ შეირჩა. პროკურატურა ბინძურად ცდილობს დააკომპლექტოს თავიანთი კადრებით ნაფიცმსაჯულები. შესარჩევი დარჩა 8 კანდიდატი, ჩანიშნულია მხოლოდ 3 პროცესი. არ ვიცი რას აპირებს 16 ნომებერს გადის წინასწარი პატიმრობის ვადა", - თქვა დაკავებულის ცოლმამ ნატა ქიტესაშვილმა.

ოჯახი აცხადებს, რომ ხვალიდან 17 ოქტომბრიდან ყაზბგეში ფართომასშტაბიან აქციას დაიწყებენ. ოჯახი ამბობს, რომ უწყებას ეშინია იმის, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი განაჩენი არ გამოიტანონ.

ახალგაზრდა კაცი გუდაურში 16 თებერვალს მოკლეს, ერთი პირი კი დაჭრეს. განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მერაბ კობიაშვილია დაკავებული. ასევე, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი ექვს პირს წარუდგინა.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი