გაზრდილი კოვიდმაჩვენებელი და ათეულობით მილიონით გაზრდილი საგარეო ვალი - სისტემა კოლაფსის წინაშეა

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის წინაშე და ათეულობით მილიონი ლარით გაზრდილი საგარეო ვალი - ანალიტიკოსების შეფასებით ხელისუფლებამ ეპიდვითარებაზე კონტროლი დაკარგა. 

გაზრდილი კოვიდმაჩვენებლის გამო საავადმყოფოები პაციენტების მიღებას ვეღარ ახერხებენ. კოვიდ ცენტრებში საწოლების ნაკლებობაა. ასევე რიგში დგომა უწევთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ცხელების ცენტრებს მიმართავენ. ჯანდაცვის სექტორში არსებულ კრიზისზე საუბრობენ ის მოქალაქეებიც, რომლებსაც კოვიდ 19-ზე ტესტის პასუხები ან უგვიანდებათ ან შეცდომით მისდით.

მაშინ, როდესაც რთული ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ რამდენიმე ათეული მილიარდი ლარის ოდენობის საგარეო ვალი აიღო. ექსპერტებისთვის გაუგებარია, რატომ არ ხმარდება თანხები მოქალაქეებს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი