აჭარის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი ხელმძღვანელი გურამ ვარშალომიძე დღეს კორონავირუსის
დიაგნოზით გარდაიცვალა, თუმცა ის კლინიკაში ამ ვირუსით არ შეუყვანიათ. ვარშალომიძე კლინიკა "მედცენტრში" 25 დღის წინ ინსულტის ნიშნებით მოათავსევს, თუმცა საავადმყოფოში მიყვანიდან 10 დღის შემდეგ, გურამ ვარშალომიძე ექიმმა დააინფიცირა. "მთავარის" კამერას დღეს კლინიკაში ყველა მედპერსონალი გაურბოდა.
პრობლემები გამოიკვეთა კოვიდსასტუმროებშიც. ბათუმში სასტუმრო "ლეგენდაში" გუშინ 41 წლის უსიმპტომო პაციენტი გარდაიცვალა. ირკვევა, რომ გარდაცლილს მედპერსონალის მხრიდან სათანადო ყურადღება არ ჰქონდა. მას შემდეგ რაც მეგობარი ინფიცირებულთან კონტაქტზე ვერ გავიდა დაუკავშირდა სასტუმროს მენეჯმენტს და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვა, რომ პაციენტი რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო. უყურადღებობის ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ეპიდვითარებას აკონტროლებენ და რომ ქვეყანაში საგანგაშო არაფერია.
ეს არი ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემები, რითიც გვარწმუნებენ, რომ საშიში არაფერი და რომ ეპიდემიის მეორე ტალღისთვის მზად არიან, თუმცა სოციალურ ქსელებში მოქალაქეები ეკატერინე ტიკარაძის უწყებას უპირისპირდებიან. გოგო, რომელსაც ასაკოვანი ბებია გარდაეცვალა, წერს რომ კლინიკებში რეალურად საკმარისი საწოლები არ არის, რის გამოც ადამიანების სიცოცხლე, საფრთხის ქვეშ დგება.
ადგილების არ არსებობასთან პრობლემასთან ერთად ეჭვქვეშ დგება ოფიციალური ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკა. მოქალაქეები უკმაყოფილებას ღიად აფიქსირებენ და ამბობენ, რომ მათ ან მათ მეგობრებს COVID-19-ის ტესტის ჩატარების გარეშე მისდით კორონავირუსის პოზიტიური პასუხები. როგორ ხდება ასეთი შეცდომები ჯანდაცვის სამინისტრომ არ იცის. განმარტეს, რომ ფაქტს კვლევა სჭირდება.