სწავლა, კორონა, არჩევნები - ქვეყანაში სიტუაცია, შესაძლოა, უმართავი გახდეს

გამოქვეყნდა:

19 ოქტომბრიდან უნივერსიტეტის ეზო სტუდენტებით გაივსება. კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული ზრდის ფონზე, საქართველოს მთავრობა, სასწავლო პროცესის აუდიტორიებში დაწყების გადაწყვეტილებას იღებს. ამ ნაბიჯით შესაძლოა არა მარტო  10 ათასობით სტუდენტი, არამედ მათი გარშემომყოფებიც რეალური საფრთხის წინაშე დადგნენ და ქვეყანაში ეპიდემიამ ბევრად დიდი მასშტაბები მიიღოს,თუმცა განათლების სამინისტრო სწავლის განახლებაში პრობლემას ვერ ხედავს და ორშაბათიდან სტუდენტებს აუდიტორიებში იხმობს.

ფიზიკური დასწრებით სწავლის აღდგენა, რომ ეპიდაფეთქების რეალურ რისკებს  შეიცავს, ღიად საუბრობენ სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებიც. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სოციალურ ქსელში წერს,რომ მთელი საქართველოდან ჩამოსული სტუდენტების ერთ სივრცეში შეკრებისას ფიზიკური დისტანციის დაცვა რთული იქნება და ამ გადაწყვეტილებით სასწორზე ათი ათასობით ადამიანის ჯანმრთელობა დაიდო.

მაშინ,როდესაც ჯერ კიდევ გაზაფხულზე კოვიდ 19-ის ერთეული შემთხვევების გამო ივანიშვილის ხელისუფლებამ მთელი ქვეყანა ჩაკეტა და სასწავლო პროცესი სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა,არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის აღდგენა მორიგი კოვიდ მანიპულაციაა, ნაციონალური მოძრაობისთვის.მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ფიქრობენ,რომ რეგიონებიდან სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტები ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად დაბრუნებას ვეღარ მოახერხებენ და ქართული ოცნება, ამ ტრიუკით, არჩევნებზე აქტივობის შემცირებას ეცდება.

პოლიტიკური გადაწყვეტილება,რის მიხედვითაც ირკვევა, რომ ქართულ ოცნებას ადამიანების ჯანმრთელობა არ აინტერესებს  - ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ვირუსის მზარდი სტატისტიკის ფონზე მასობრივი შიშის დათესვით ივანიშვილის გუნდი ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მივიდეს საარჩევნო ყუთებთან,რაც მესამე ვადით ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნებას კიდევ უფრო გაუადვილებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი