დღეს, 17 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა, ეს ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 128-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში რეკორდულად ბევრი - 958 ადამიანი ინფიცირდა, 214 კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 39 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 30 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.