ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად სულ უფრო მეტი ადამიანი საჯაროდ კოვიდ მიმღებ ცენტრებში არსებულ მძიმე ვითარებასა და საწოლი ადგილების სიმცირეზე საუბრობს. განსაკუთრებით რთულია ვითარება აჭარის რეგიონში, რომელიც ამ დრომდე წითელ ზონად რჩება.
ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მისული ქალი, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და კორონავირუსთან ინფიცირებულის კონტაქტი იყო, საავადმყოფოში ადგილის არარსებობის გამო არ მიიღეს.
თავის ტვინის ლეიკო ენცეფალოპატია მაქვს და შეიძლება განვითარდეს ამ ინფაქტი, ან ინსულტი. ვერ მიგიღებთო, სად მივიდე, ვუხსნი, გამიშვით იქ რომ დრო არ დავკარგო, არავინ არ მიღებს ტესტს, ტემპერატურა გაქვთ, წადით სახლში, - ამბობს ქალი.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.