ასპინძაში ორი წლის ბავშვს ავტომანქანამ გადაურა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მცირეწლოვანი გაჩერებული მანქანის ქვეშ იყო შემძვრალი, მძღოლმა კი ის ვერ დაინახა.
ამ დროისთვის მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.