ხუთი დათვის სამყოფი ტყვია ერთ კურდღელს არ უნდა ესროლო - სერგი კაპანაძე კოვიდმენეჯმენტზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე და ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე მთავრობას კოვიდრესურსების არასწორ განაწილებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა უკეთ უნდა მომზადებულიყო მოსალოდნელი მეორე ტალღისთვის და რესურსი ჰოსპიტალური სექტორის წრთვნაში ჩაედო.

"ხელისუფლებამ ყველა ტყვია გამოიყენა, რომელიც არსენალში ჰქონდა მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არ იყო და ინფიცირებულთა რაოდენობა იყო მცირე. ეფექტური კრიზის მენეჯმენტი გულისხმობს რესურსების სწორად გათვლას, ხუთი დათვის ტყვია ერთ კურდღელს არ უნდა ესროლო. რაც ამათმა ("ოცნებამ") გააკეთეს, იყო იმ წუთში კონკრეტული პოლიტიკური დივიდენდის მიღების ნაწილი." - ამბობს სერგი კაპანაძე.  

პანდემიის არასრულყოფილ მართვასა და წარუმატებელ კრიზისმენეჯმენტზე პოლიტიკოსმა გადაცემაში "მთავარ დებატებში" თამარ ბაღაშვილთან ისაუბრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი