COVID-19-ის ტესტებზე დახარჯული თანხა და გრიფით საიდუმლო დოკუმენტი ამირან გამყრელიძის ხელმოწერით

გამოქვეყნდა:

"გიმალავთ რამეს? არის რომელიმე კითხვა, რომელზედაც, მე თქვენ პასუხს არ გცემთ? ვიქცევი ცუდად? პირდაპირ მითხარით" - ამბობს ამირან გამყრელიზე. 

COVID-19-თან მებრძოლი მთავარი მუშკეტერის ეს ემოციური გამოსვლა ბევრად დამაჯერებელი იქნებოდა, მის უკან უმძიმესი ფაქტები რომ არ იყოს. უკიდურესად გაჭირვებული მოსახლებით სავსე ქვეყნის ხელისუფლებამ დიდი ფულის კეთება მაშინ გადაწყვიტა, როცა ადამიანები მძიმე ვირუსსა და სიკვდილს ერთდროულად ებძვიან.

25 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების საიტზე  მრავალათასიანი ტენდერის შესახებ ინფორმაცია დაიდო - ინფექციოურ საავადმყოფოს 950 ათას ლარად პისიარ ტესტისთვის საჭირო მასალა უნდა შეეძინა, სულ 20 ათასი ერთეული. თანხის ოდენობამ მალევე გააჩინა ეჭვი იმ კომპანიებში, რომლებმაც კარგად იციან რა არის ერთი პრეპარატის ღირებულება. აღმოჩნდა რომ კლინიკა ტესტს 70%-იანი უფრო ძვირად ყიდულობდა ვიდრე, მისი რეალური ფასია.

ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ კორუფციული გარიგება იყო შეთანხმებული და ასეთი ტენდერები ვერ ტარდება ხელმძღვანელების "მწვანე შუქის" ანთების გარეშე. 

ტენდერი კოვიდტესტების შეძენაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით ინფექციურმა სააადმყოფომ ისე გამოაცხადა, რომ ბაზრის კვლევა არ ჩატარებულა, ამის მიუხედავად გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა მწვანე შუქი აუნთეს კორუფციულ სქემას, რომლის შემდეგაც 700 ათას ლარზე მეტი თანხა კონკრეტული ადამიანის ანგარიშზე ჩაირიცხებოდა, გაირკვა რომ ის, რაც თითქმის მილიონ ლარად უნდა შეეძინათ 264 900 ლარად იყიდეს, ფასი ტესტ-სისტემების სადისტრიბუციო კომპანია "ირისმა" დააგდო, თუმცა მანამდე კიდევ 7 კომპანია ცდილობდა სახელმწიფოსთვის დიდი ზარალი აეცილებინა თავიდან.

პისიარ ტესტების შესყიდვის ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია რომლის საფუძველზეც დიდი ოდენობით ფულის გათეთრების კორუფციული სქემა მუშაობდა, ამის გარდა სახემწიფომ რამდენჯერმე შეიძინა სატესტო მასალა და მილიონობით ლარიც დახარჯა. ერთადერთი უწყება, რომელიც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებს დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრია. დოკუმენტს, სადაც ტესტის თვითღირებულების ფასი წერია, ამირან გამყრელიძის გადაწყვეტილებით გრიფით საიდუმლო ადევს. 

პისიარ ტესტების გარდა სახემწიფომ ფულის გათეთრების კიდევ ერთი სქემა ე.წ. სტრაფი ტესტების ნაწილშიც აამუშავა. მაშინ როდესაც, კომპანიების დიდი ნაწილი დაავადებათა კონტროილის ცენტრს ერთ სწრაფ ტესტს 3 დოლარად სთავაზობდა, კატეგორიული უარი თქვეს,  მალევე გაირკვა, რომ იგივე ხარისხის გასატესტი საშუალება 5 დოლარად და 20 ცენტად იყიდეს, თანაც ისე, რომ ყველა დაინტერესებულმა კომპანიამ  ამის შესახებ პოსტფაქტუმ გაიგო. ტესტები თითქმის 2-ჯერ ძვირად მხოლოდ ერთ კომპანიას "გრინ ლაბს" დაუკვეთეს. აქაც სახელმწიფომ ნახევარ მილიონამდე დოლარი გადაიხადა, თითქმის გაორმაგებული თანხა. სპეციალისტები ვარაუდობენ რომ დიდი ფული ამ შემთხვევაშიც კონკრეტული ჯგუფის ჯიბეში დაილექა.

ამ სავარაუდოდ კორუფციული გარიგეგების მიუხედავად, არც ერთი ფაქტით, საგამოძიებო უწყება არ დაინტერესებულა. სახელმწიფო კი, ბიუჯეტის ფულის გარდა, დიდი ოდენობით თანხებს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხარჯავს, საერთაშორისო ორგანიზაციის ვალი სახელმწიფომ მომდევნო წლების განმავლობაში უნდა გაისტუმროს. რეალურად კი გამოდის რომ სხვისი გამდიდრების ხარჯზე ამ ვალს მოქალაქეები საკუთარი ჯიბიდან იხდიან. მით უფრო მაშინ როდესაც ქვეყანაში არ არსებობს სტრატეგია  კოვიდ ტესტების ჩატარების და მათის შესყიდვის შესახებ, გამყრელიძის უწყება თავად იღებს გადაწყვეტილებას რა ფული როგორ დახარჯოს ტესტებში.   

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი