ბეჟან მაისურაძე, რომლის სახელი საზოგადოებამ დავითგარეჯის საქმიდან გაიგო, რუსეთის ორმაგი მოქალაქეა, დავით ხიდაშელთან მეზობლობს და თავდაცვის სამინისტროს დახურულ თათბირებს ესწრება.
მაისურაძე, იგორ გიორგაძესთან ერთად, არის ასევე ფონდის დამფუძნებელი. ბეჟან მაისურაძის პასპორტის ქართულ და რუსულ ვარიანტებში სხვადასხვა დაბადების თარიღებია. მას, სავარაუდოდ, რუსული ეფესბეს ტექნიკური პასპორტი აქვს, სწორედ ისეთი, რითაც გაერთიანებულ სამეფოში ეფესბეს აგენტებმა შეაღწიეს და სკრიპალები მოწამლეს.
ზემოთჩამოთვლილი იმაზე მიუთითებს, რომ ყველაფერში და, ამ პერიოდისთვის კი, დავითგარეჯის საქმის "შეკერვაში" პირდაპირ არიან ჩართული რუსული სპეცსამსახურები. გამოძიებასთან დაკაშირებული რუსული გიგანტის, სისტემა აეფკას მფლობელის, ოლიგარქ ევტუშენკოვის თვითმფრინავი ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რვაჯერ დაეშვა და არცერთი არ იყო ტექნიკური დაშვება...