"შევიკრიბეთ გადავწყვიტეთ, ერთად გაგვეკეთებინა და გამოგვივიდა" - ჯგუფი "ახალი თაობა" გახმაურებულ მკვლელობებზე და საქმეებზე კლიპებს ამზადებს და ავრცელებს. გიორგი შაქარაშვილის, ლუკა სირაძის და სხვების საქმეების შეხსენებით, "ახალი თაობა" ყველას ეუბნება მთავარ სათქმელს, რომ გამოფხიზლებისა და ხმის ამოღების დროა.