დღეს, 18 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 136-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდინფიცირების რეკორდულად მაღალი - 1192 შემთხვევა დადასტურდა, 233 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 39 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 30 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.