ხმაური წნორში - ადგილობრივი საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წევრს ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები მაყვალა სპანდერაშვილის საცხოვრებელ სახლში ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდნენ.
ქალს ათობით ძაღლი მძიმე პირობებში ჰყავდა. არ ჰქონდათ საკვები და არ უტარდებოდათ საჭირო აცრები.
ადგილზე მისულ ცხოველთადამცველებმა ორი ძაღლი წამოიყვანეს. ამ ფაქტმა კი მეპატრონე გააღიზიანა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წევრები მაყვალა სპანდერაშვილს თაღლითობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ შუახნის ქალი სოციალური ქსელით ძაღლების მოვლის მიზნით მოქალაქეებს ფინანსურ დახმარებას სთხოვს, თუმცა შემოწირული თანხა რეალურად ცხოველების მოვლა- პატრონობას არ ხმარდება.
ინციდენტის მონაწილე ყველა მხარეს სიღნაღის რაიონულ პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ.