კორონავირუსი 87-ე სკოლაში - შეზღუდვები ამ დრომდე არ დაწესებულა

გამოქვეყნდა:

თბილისის 87-ე საჯარო სკოლაში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა ის გაკვეთილებს მაინც ატარებს და სკოლაში ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვა ჯერ არ დაწესებულა. 

ცნობისთვის, მასწავლებელთან ერთად, დაინფიცირებულია სამი მესამეკლასელი მოსწავლეც. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მშობლებმა სკოლის დირექტორს არაერთხელ მიმართეს სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. 

87-ე საჯარო სკოლაში ამ დრომდე ინფიცირების დეტალებზე არ საუბრობენ და ერთადეთი, რაც გვითხრეს, ისაა, რომ შენობას სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება. 

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი