
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, კორონავირუსზე რეგიონის მასშტაბით, 279 ნიმუში გამოიკვლიეს, აქედან 65 -ზე პასუხი დადებითია.
48 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 44 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია, ხოლო 4- ახალი შემთხვევაა და ისინი რუხისა და "ევექსის" კლინიკებში, ცხელებით შესული პაციენტები არიან.
ზუგდიდის შემთხვევებიდან 33 ე.წ. ბაზრის კლასტერია, ისინი ცენტრალური ბაზრის თანამშრომლები არიან. ამ დროისათვის ისინი თვითიზოლაციაში არიან და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რუხის კლინიკაში ამ დროისათვის მკურნალობის კურსს გადის 109 კოვიდპაციენტი, აქედან 25-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 15 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 5 პაციენტი, მათგან 1 -ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებელია, 1-ქობულეთიდანაა, 1- ფოთის მცხოვრებია, 1- სენაკის და 1- მარტვილის.
რუხის კლინიკიდან გაეწერა 10 პაციენტი.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 184 ადამიანია.
18 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი - 1192 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ავტორი: ემა გოგოხია