ტრანსგენდერი ქალი ფანჯრიდან გადახტა - სავარაუდო ძალადობა

გამოქვეყნდა:

სექსუალური ძალადობა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარა ტრანსგენდერ ქალზე. ქალი თბილისში, ისაკაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოხტა.მიზეზი სავარაუდო ძალადობის ფაქტია. ტრანსგენდერი ქალის მეგობრები ამტკიცებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც კორპუსში ქირით ცხოვრობს, მათ მეგობარზე იძალადა შემდეგ კი სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო და საპატრულო პოლიციის  ჯგუფები, თუმცა დაზარალებულმა მკურნალობის საავადმყოფოში გაგრძელებაზე უარი თქვა. 

ტრანსგენდერი ქალი გვიანობამდე იკითხებოდა პოლიციაში. საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი