დიდუბეში, გამოფენის ტერიტორიაზე ნაპოვნი მამაკაცის სიკვდილის მიზეზი ისევ უცნობია

გამოქვეყნდა:

გამოფენის ეზოში ნაპოვნი 48 წლის მამაკაცის ცხედარი, რამდენიმე საათიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ახლა სამხარაულის ბიურომ უნდა დაადგინოს, რა მოხდა- უბედური შემთხვევა, თუ კრიმინალური ფაქტი. 

გარდაცვლილი, ბილაინის ოფისში დაცვად მუშაობდა და "ვიქტორია სექიურითის" თანამშრომელი იყო. 

მამაკაცის ცხედარი, გუშინ, 18 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, გამოფენის ტერიტორიაზე მომუშავე სხვა თანამშრომლებმა შენიშნეს, რის შემდეგაც პოლიციას შეატყობინეს. ჰქონდა თუ არა მამაკაცს, ჯანმრთელობის პრობლემა, ან რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი