მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 მილიონს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

მსოფლიოში, კორონავირუსის დაწყების დღიდან, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 40 მილიონს გადააჭარბა და ამ დროის მონაცემებით ეს რიცხვი 40,282,605-ს აღწევს. 

40 მილიონზე მეტი ინფიცირებულიდან 1,118,330 გარდაიცვალა, 30,120,598 გამოჯანმრთელდა; აქტიური შემთხვევების როდენობა კი 9,043,677-ია.

Worldometers-ის მიხედვით, ასეთია იმ 5 ქვეყნის სია, რომელშიაც ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ყველაზე მეტი ადამიანი ინფიცირდა:

  1. ამერიკის შეერთებული შტატები - 8,387,799 ინფიცირებული
  2. ინდოეთი - 7,550,273 
  3. ბრაზილია - 5,235,344 
  4. რუსეთი - 1,399,334 
  5. არგენტინა - 989,680 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში პირველი კოვიდშემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ქვეყანაში დღიური შემთხვევების რაოდენობამ პიკს გუშინ, 18 ოქტომბერს მიაღწია, როდესაც 1 დღეში 1 192 ადამიანი ინფიცირდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი