რიგები კლინიკებთან - "მთავარს" გლდანში მდებარე კლინიკა "მედ კაპიტალის" ეზოში გადაღებულ ფოტომასალას უგზავნიან, სადაც ტესტირების მსურველთა ხალხმრავალი რიგი ჩანს.
"მთავართან" საუბარში კოვიდინფიცირებულის ერთ- ერთი კონტაქტი, რომელიც ადგილზე იმყოფება, ამბობს, რომ კლინიკაში ტესტირების გასაკეთებლად დილის 9 საათზე დაიბარეს, იქ მისულს კი უკვე დაახლოებით 30 ადამიანი ეზოში დახვდა. სამედიცინო დაწესებულება კი დაახლოებით 1 საათში გაიღო, შესაბამისად ხალხის რაოდენობამაც უფრო მოიმატა.
მისივე ინფორმაციით, მედ კაპიტალის" ეზოში დაცული არ არის უსაფრთხოების ზომები, რიგში დგანან სიცხიანი ადამიანები, არის ინფორმაცია რომ კლინიკას ტესტების საკმარისი რაოდენობა არ აქვს და რაც ყველაზე მთავარია - ტესტების პასუხების წასაღებად პაციენტები ადგილზე თავად მიდიან, რადგან სმს შეტყობინება არ მიუვიდათ. ეს ყველაფერი კი ინფიცირების რისკებს კიდევ უფრო ზრდის.