სამეგრელოში თხილით დატვირთული მიკროავტობუსი გაიტაცეს

გამოქვეყნდა:

ხობი-ფოთის გზაზე თხილით დატვირტული მიკროავტობუსი გაიტაცეს. მიკროავტობუსს გზაზე 3 შეიარაღებული პირი მაშინ დახვდა, როდესაც მძღოლს ქობულეთიდან ზუგდიდში, ქარხანაში დამაფასოებელი თხილის გული გადაჰქონდა.

მიკროავტობუსში 2 პირი იმყოფებოდა, ორივე ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დამნაშავეებმა, თხილიანი მანქანის გარდა, მობილური ტელეფონიც წაიღეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაზარალებულებს ხობის პოლიციაში კითხავენ. პოლიციამ საქმეზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.

ჩვენი ინფორმაციით, თავდასმხსმელები იარაღით იყვნენ შეარაღებულები, მათგან ერთს "მაკაროვის" ტიპის თოფი, ხოლო მეორეს "სტარტოვკის" ტიპის იარაღი ჰქონდა.

შსს "მთავართან" მომხდარს ადასტურებს. საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი