
პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ეპიდემიოლოგებთან და რეანიმატოლოგებთან შეხვედრა გადაწყვიტა. თათბირი ამ წუთებში მიმდინარეობს. შესაძლოა, სასწრაფოდ დაგეგმილი შეხვედრის მიზეზი კოვიდმენეჯმენტის სრული კოლაფსია: სწრაფი ტესტების შემცირებაზე რომ არაფერი ვთქვათ, სასწრაფოს ბრიგადებით შეყვანილ კოვიდინფიცირებულებს რიგებში დგომა უწევთ.
"დილიდან აქ ვართ, არავინ გვაქცევს ყურადღებას, ასე გაგრძელება შეუძლებელია"- ამბობს ერთერთი მოქალაქე, რომელიც ტესტის რიგს ელოდება.
პრემიერის შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, დაწესდება თუ არა დამატებითი რეგულაციები და რა სახის იქნება ისინი. პრემიერის შეხვედრა კანცელარიაში მიმდინარეობს.