ერთ-ერთ კლინიკაში მიყვანამდე, ინფიცირებული პოაციენტი სამი დღის განმავლობაში სახლში მკურნალობდა, ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ კი სასწრაფის ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა აღმოჩნდა, რომ თავისუფალი ადგილები აღარ იყო და რამდენიმე საათი ჯერ სასწრაფოს მანქანაში ალოდინეს, შემდეგ კი კლინიკის მისაღებში, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ზედა და ქვედა კიდურები გაეთიშა, მისმა ახლობლებმა ბოლო წუთამდე არ იცოდნენ, სად მოათავსებდნენ უმძიმეს პაციენტს.
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, სასწრაფოს მანქანების რიგები საათობით დგას, პაციენტებს კი უსასრულო ლოდინი უწევთ, როდის გათავისუფლდება ადგილები, რომ საავადმყოფოში შეიყვანონ სადაც, საწოლების სიმცირის გარდა, საკმარისი მედპერსონალიც აღარ არის, ექიმების ნაწილს კი კოვიდ ინფექცია დაუდასტურდათ, რის გამოც პაციენტებს ვერ მკურნალობენ.
იმის გარდა, რომ ადგილები არ არის, დღეს შიდა ჯგუფებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა, საერთოდ შეწყვიტონ სწრაფი ტესტების ჩატარება.
უკიდურესად მძიმეა ვითარება ლაბორატორიებში სადაც პისიარ ტესტირებას ატარებენ, გრძელ რიგებში დგომა უწევთ სიცხიან და კორონა ვირუსის სხვადასხვა სიმპტომების მქონე მოქალქეებს,
ქვეყანაში არსებული კრიტიკული მდგომარეობის მიუხედავად ხელისუფლება ისევ თავს იმშვიდებს. პრემიერი გახარია და ჯანდაცვის მინისტრი აცხადებენ, რომ საკმარისი საწოლების რაოდებობაც არის და რეანიმაციული განყოფილებებიც, არავინ ამბობს, ვინ უმკურნალებს თავისუფალ საწოლზე მოთავსებულ პაციენტს, ექიმების დეფიციტის გამო.
ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა 20 ათასს უახლოვდება. 143 ადამიანი კი უკვე გარდაიცვალა. ყოველდღიურად 1000-ზე მეტი ახალი ინფიცირების გამო კლინიკებში თავისუფალი ადგილების დეფიციტი შეიქმნა. პაციენტებს კი საათობით უწევთ ლოდინი სასწრაფოს მანქანებში, რაც ზოგჯერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებით და ზოგჯერ გარდაცვალებით სრულდება.
დღეს პრემიერი გიორგი გახარია ეპიდემიოლოგებსა და რეანიმატოლოგებს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ თენგიზ ცერცვაძემ თავისი გამოსვლა გიორგი გახარიას ქებაზე ააგო, და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მცდარია აზრი, თითქოს ქვეყანა ცუდად უმკლავდება ეპდემიას.