კლინიკებში გრიპის ვაქცინები არა აქვთ და არც იციან, როდის მიიღებენ

გამოქვეყნდა:

მაშინ როცა ინფიცირებულთა რაოდენობა  ყოველდღე ახალ რეკორდს ხსნის, ქვეყანაში არ არსებობს ვაქცინა, რომელიც ადამიანებს სეზონური ვირუსებისგან დაიცავს.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტები, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ  ვირუსთან ბძრძოლა მათ ეფექტურად შეძლეს.  მდგომარეობა მალევე დამძიმდა,  ინფიცირებულთა რაოდენობამ ოთხნიშნა ციფრს  მიაღწია, ადამიანები კი, რომლებიც სეზონურ ვირუსებს  საკუთარი ძალებით ებრძვიან, მთავრობამ  ვაქცინის გარეშე დატოვა.  ჯანდაცვის ექსპერტები კორუფციულ სქემაზე საუბრობენ და პასუხისმგებლობას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს აკისრებენ  

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და ქვეყნის მთავარი ინფექციონისტები ამტკიცებდნენ რომ  ქვეყანაში უახლოეს დღეეებში ვაქცინის საჭირო რაოდენობას შემოიტანდენენ, თუმცა მოქალაქეები ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან სიცოცხლისთვის აუცილებელ ვაქცინას. დღეს დაპირებული 250000 ვაქცინის   ნაცვლად,  მხოლოდ  25000  შემოიტანეს, რაც რისკ-ჯგუფებსაც კი არ ეყოფათ.

კლინიკებში, სადაც ვაქცინებით დავინტერესდით, განგვიმარტეს რომ ამ დროისთვის არც ვაქცინა აქვთ და არც ის იციან როდის მიიღებენ. კლინიკის წარმომადგენლები  ამბობენ რომ ცხელ ხაზზე ყოველდღიურად ასობით ადამიანი რეკავს და ინტერესდებიან, როდის მიიღებენ საჭირო ვაქცინას, ამ კითხვაზე კი პასუხი საავადმყოფოებს  არ აქვთ. 

მაშინ როცა ქვეყანაში ეპიდაფეთქებაა, სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინა არც  სააფთიაქო ქსელში იშოვება. მთავართან საუბრისას, ფარმაცევტები იხსენებენ,   რომ წელიწადის ამ დროს აფთიაქებში  ვაქცინის საჭირო რაოდენობა ყოველთვის იყო, თუმცა წლევანდელი წელი გამონაკლისია. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი