ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სტატისტიკასთან დაკავშირებით დილის კომენტარები აღარ გაკეთდება.
ახალი შემთხვევების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას საკოორდინაციო საბჭოს სხდომების შემდეგ მიაწვდიან, რომელიც დღეიდან ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება.
შეგახსენებთ, კოვიდსტატისტიკის შესახებ ინფორმაცია ასევე ქვეყნდება მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე - stopcov.ge