
"ქართული ოცნების" ჯანდაცვის პოლიტიკის შედეგად ხანშიშესული კოვიდინფიცირებული პაციენტები საწრაფო დახმარების ბრიგადებს კლინიკაში არ გადაჰყავთ. სავარაუდოდ, ბრიგადებმა მიიღეს საიდუმლო დირექტივა, ასაკოვნები კლინიკებში არ გადაიყვანონ, თუმცა, ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. ბედის ანაბარა დარჩენილი ადამიანები მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან, ასეთ პოლიტიკას კი ქუთაისში უკვე ემსხვერპლა ერთი ადამიანი.
ასაკოვანი ქალბატონი რომელიც COVID-19-ის გარtულების რისკ-ჯგუფში იყო, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ის არც ერთმა კლინიკამ ქუთაისში არ მიიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი პირად საუბრებში გვიყვება რომ კლინიკებში ადგილები არარ არის, შესაბამისად დამძიმებული პაციენტები ვეღარ გადაჰყავთ და ისინი ბედის ანაბარად სახლში ექიმის მეთვალყურეობის გარეშე რჩებიან. გარდაცვლილი პაციენტის ნათესავი გვიყვება, რომ ქალბატონი დაახლოებით 5 დღე ცუდად იყო. მას ტემპერატურა ჰქონდა და სუნთქვა უჭირდა. ასაკოვანი ქალბატონი სახლში სწორედ სუნქთვის უკმარისობით გარდაიცვალა.
რძალს დაუდასტურდა კორონა რომელიც არის ექიმი. შესაბამისად, უკვე ეჭვი ჰქონდათ და იმავე საღამოს დამძიმდა. ლაპარაკი იყო ასაკზე. ავადმყოფობდა 4 - 5 დღე, სიცხე მაღალი არ ჰქონდა. ჰქონდა 37 ნახევრიდან 38 ნახევრამდე, - ამბობს გარდაცვლილის ნათესავი.
40 წლის ქალბატონი ერთერთია იმ 15 პაციენტიდან, რომლებიც ბოლო 24 საათის განმავლობაში მომაკვდინებელ ვირუსს ემსხვერპლა. გარდაცვალების ყველაზე დიდი მაჩვენებელი თბილისშია.
ექსპერტები ვარაუდობენ რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. განსაკუთრებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ რომლის მიხედვითაც უმაღლეს სასწავლებლებსი სწავლა დაიწყო. ერთი ასეტი გაუაზრებელი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უკვე მიიღო და ახლა ყოველ დღე გვესმის ინფორმაცია სხვადასხვა სკოლებსი პირველიდან მეექვსე კლასისი ჩათვლით მოზარდების დაინფიცირების შესახებ. ამჯერად რისკის ქვეშ ქარტული ოცნება სტუდენტებს და მათ ოჯახებს აყენებს. და ეს იმ პირობებესი როდესაც სისიტემა სრულიად გაუმართავია. სასწრაფო მძიმე პაციენტებს სახლებსი ტოვებს. კლინიკები გადავსებულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას მოსახლოება ვერ იღებს. ჯანდაცვის მინისტრმა კი ამდენი თვის განმავლობასი ერტ მარტივ კითხვას ვერ უპასუხა თვლადი არსებითი სახელი საწოლი - რამდენი იყო ეპიდემიის დაწყებამდე და რამდენია ახლა.