რა შემთხვევაში ჩაიწერება COVID-19 პაციენტის გარდაცვალების მიზეზად - ზურა გურულის განმარტება

გამოქვეყნდა:

ექიმ ზურა გურულის განმარტებით, სხვა ქვეყნებში ახსნა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტს თანმხლები მძიმე დაავადებები ჰქონდა არ კეთდება და ეს თემა ჯანდაცვის სფეროში გარკვეული განხეთქილების საფუძველიც გახდა. მისი თქმით, ამერიკაშიც მსჯელობენ, რა შემთხვევაში ჩაიწერება კოვიდი გარდაცვალების მიზეზად. ამ თემაზე მან გადაცემა "ღამის აქცენტებში" ისაუბრა.

"მარტივია ამ კითხვაზე პასუხი, ეს ადამიანები ცხოვრობდნენ ამ თავიანთი ქრონიკული დაავადებებით, ცხოვრობდნენ მშვენივრად, მათ კომპენსირებული ჰქონდათ ეს დაავადება, იღებდნენ მედიკამენტებს, რომ არ ყოფილიყო კოვიდ ინფექცია, ისინი არ გარდაიცვლებოდნენ", - ამბობს ზურა გურული.

ჯანდაცვის სპეციალისტის, დავით გზირიშვილის თქმით, ეს საკითხი ორი სისტემური პრობლემის შედეგია, პირველი, ჩვენი კლინიკური კულტურა და მეორე, მონოპოლიზირებული კლინიკური სფეროები. მისი თქმით, საქართველოში დაიკარგა კრიტიკული განსჯა, იმის შესაცნობად, თუ რეალურად რა გვიჭირს, რა არის ჩვენი პრობლემა კორონავირუსის პანდემიის დროს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი