თეთრი ძაფით ნაკერი საქმე წინასაარჩევნოდ და ცეცხლთან თამაში - გიორგი ტუღუში კარტოგრაფების საქმეზე

გამოქვეყნდა:

თეთრი ძაფით ნაკერი საქმეები წინასაარჩევნოდ - ასე აფასებს ყოფილი ომბუდსმენი კარტოგრაფების საქმეს და თვლის, რომ ხელისუფლება ახლა ცეცხლს ეთამაშება. 

გიორგი ტუღუში კარტოგრაფების საქმეს, 2016 წელს დაწყებულ გამოძიებას ადარებს, რომელიც ე.წ. საბურავების საქმის სახელით არის ცნობილი, თუმცა ამბობს, რომ ეს ბევრად უფრო მძიმე საქმეა. 

ეს ხელწერაა, რომელიც არსებობს... 2016 წელსაც იგივე ხდებოდა, გამოიტანეს გაურკვეველი ჩანაწერები და ამბობდნენ, რომ აქ არეულობა მზადდება და ნაციონალური მოძრაობა აპირებს დაამხოს ხელისუფლება. თუმცა ეს მძიმე საქმეა უნდა მოძებნო ისეთი შემსრულებლები, რომლებიც ხელს მოაწერენ თუნდაც ამის გაჟღერებას. რა თქმა უნდა, წინასაარჩევნოდ ამის ტირაჟირება, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ გაყიდა მიწა, დათმო გარეჯი გადაულოცა მეზობელ ქვეყანს ასეთ კონტექსტში არის ცეცხლთან თამაში, - ამბობს გიორგი ტუღუში გადაცემა "ღამის მთავარში" საუბრისას. 

სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას დაუპირისპირდა საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი. ტუღუში ფიქრობს, რომ ამ საქმის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც უნდა ეცნობოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი