
მძიმე ეპიდვითარების მიუხედავად, თბილისის მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში უკონტროლო ვითარებაა. ტრანსპორტი ხალხით არის გადავსებული, შესაბამისად არ არის დაცული დისტანცია, არავინ აკონტროლებს ვითარებას რაც ისედაც მძიმე ეპიდვითარებას, კიდევ უფრო ამძიმებს.
მოსახლეობა ამბობს რომ ამ სიტუაციაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა საფრთხისშემცველია და საჭიროა მანქანების დამატება.
საზოგადოება დედაქალაქის მერიას მიმართავს გადახედოს ამ პრობლემას და დაამატონ ის მარშრუტები, რომელზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა.