ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ორსული ქალი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქალმა ხმაური გაიგო და გარეთ გავიდა, რის შემდეგაც მას თავს დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრეს.
ქალი ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს საათებში სახლში გაწერენ.
ავტორი: ია გულიაშვილი