ისეთივე მოვლენაა, როგორც 1918 წელს, თსუ-ს გახსნა-ზურაბიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა თავის მოვლენით , თსუ-ს გახსნას შეადარა: 

ეს ისეთივე მოვლენაა, როგორც იყოს 1918 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა. მაშინ დაიბადა დამოუკიდებელი საქართველო, დღეს აქ იბადება ახალი საქართველო - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

ქაუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოფიციალურად დღეს გაიხსნა. ცერემონიას პრეზიდენტის გარდა პრემიერმინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და "ოცნების" დეპუტატები ესწრებიან. ღონისძიებაზე არ გამოჩენილა ბიძინა ივანიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული მადლობა სწორედ ბიძინა ივანიშვილს და ქართუს გადაუხადა: მადლობა ივანიშვილების ოჯახს და ფონდ ქართუს გაწეული ქველმოქმედებისთვის - თქვა ზურაბიშვილმა

"ეს იმ გამბედაობის გაგრძელებაა, რომელმაც მოგვიყვანა დღემდე. შემთხვევით არ არის რომ ეს ხდება ქუთაისში. ქუთაისი ეს არის საქართველოს ჭეშმარიტი ინტელექტუალური ცენტრი, ეს არ არის მხოლოდ გელათის აკადემია, მაგრამ ეს არის გელათის აკადემია" მიმართა პრეზიდენტმა სტუმრებს და იმედი გამოთქვა, რომ ქუთაისის ახალი უნივერსიტეტი "ახალი გელათი" იქნება.

მამულიშვილური საქმე- ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ უნივერსიტეტის გახსნა მანაც განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა. ივანიშვილების ოჯახმა და "ქართუმ" მორიგი მადლობა დღეს პრემიერისგანაც მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი