ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციას, ბანკის დაყაჩაღების მცდელობასა და მძევლების აყვანას საქართველოს პერმიერმინისტრი გამოეხმაურა. მიუხედავად იმ მძიმე ვითარებისა, რომელიც ამ წუთებში სამეგრელოშია, გახარია ამბობს,რომ ქვეყანაში კრიმინალი არ გაზრდილა.
პრემიერი ამ ფონზეც შენიშვნას იძლევა და ამბობს, რომ სპეცოპერაციის პირდაპირ ეთერში ჩვენება არასწორია:
ამ წუთებში მე რა ინფორმაციაც მაქვს ეს არის ერთი ადამიანი დამნაშავე, რომელიც სავარაუდოდ შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში და დარწმუნებული ვარ რომ სამართალდამცავი ორგანიზაციები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და რაც მთავარია მშვიდობიანად და ვაცალოთ ამ ხალხს. რაც შეეხება კრიმინალს, კრიმინალთან მიმართებაში, ბევრჯერ მიპასუხია ამ კითხვაზე ჩემი წინა თანამდებობიდან გამომდინარე. მეგობრებო სტატისტიკა და ციფრები ნახეთ არის გარკვეული დანაშაული სადაც ზრდა გვაქვს საერთოს კრიმინალს რაც შეეხება, სტატისტიკას რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაულია რომელიც სამი ოთხი ორი წლის უკან როგორც დანაშაული საერთოდ კვალიფიცირებული არ იყო. საერთო ჯამური ზრდა ეს იმას არ ნიშნავს რომ კრიმინალი ქვეყანაში არ მოხდა მარტივ რჩევას მოგცემთ შეადარეთ ბოლო 8-10 წლის განმავლობში და ზუსტად ნახავთ სტატისტიკას რა ხდება მკვლელობაზე, განზრახ მკვლელობაზე ქურდობაზე.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს ბანკში დაყაჩაღების მიზნით, შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.
ამ დრომდე უცნობია მძევლების ზუსტი რაოდენობა. შსს-ს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.