ზუგდიდში, საქართველოს ბანკში აყვანილი მძევლები შენობის უკანა ნაწილიდან, სახანძრო კიბის დახმარებით გამოჰყავთ. "მთავარ არხს" ვიდეო თვითმხილველებმა მიაწოდეს.
ზუგდიდის ცენტრში თითქმის 1 საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ბანკის თავდამსხმელების რაოდენობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. ასევე უცნობია რამდენი მძევალია დარჩენილი შენობაში.