"მინდა ავხსნა, როგორ გამოვიდა კავშირზე ტერორისტი" - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია FACEBOOK- ზე წერს, როგორ დაუკავშირდა ის პირი, რომელსაც ახლა ზუგდიდში, ბანკში 19 მძევალი ჰყავს აყვანილი:

მინდა ავხსნა, როგორ გამოვიდა კავშირზე ტერორისტი. 
ერთერთმა ფბ ფრენდმა, რომელსაც არ ვიცნობ პირადად და არც როგორც ფბ ფრენდთან მქონია ოდესმე კომუნიკაცია, მომწერა, რომ ჩვენთან გასაუბრება სურდა ტერორისტს. მართალი გითხრათ, ისე დავიბენი, თვიდან ვერც გავიგე, რაზე იყო ლაპარაკი. გავაკეთე საერთო ჩატი ნიუსის პროდიუსერთან, თეო გილიგაშვილთან, ვისაც გაყავს ახლა ეთერში ნიუსი. მერე მოხდა ის, რაც ნახეთ ეთერში. 
ახლაც ისეთი დაბნეული ვარ, კარგად ვერ ვხვდები რა მოხდა. ქვემოთ ვაქვეყნებ ჩვენს მიმოწერას - წერს ნიკა გვრამია

 შეგახსენებთ, თავდამსხმელმაც და ერთ-ერთმა მძევალმაც ექსკლუზიური ინტერვიუ  "მთავარ არხს" მისცეს:

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი