მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შსს-ს მიმართავს. ნიკა გვარამია მინისტრს მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ზუგდიდში მიმდინარე უმძიმესი მოვლენების ფონზე, პრობლემა მხოლოდ "მთავარი არხის" მუშაობაში დაინახა და დაიმუქრა:
საჯაროდ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის განცხადებიდან ვერავითარი შინაარსი გამოვიტანე:
როგორ მოვიქცეთ, როცა ტერორისტი არეკინებს მძევალს და სიკვდილის მუქარით მოითხოვს მისგან, რომ ჩავრთოთ? არ უნდა ჩავრთოთ, რამაც შეიძება მძევლის ან მძევლების სიკვდილი გამოიწვიოს? გაგვეცით საჯარო პასუხი და აიღეთ საჯაროდ პასუხისმგებლობა შესაძლო უმძმეს შედეგებზე. ჩვენ დავემორჩილებით შსს-ს ინსტრუქციას, ოღონდ ვერ ავიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას - წერს ნიკა გვარამია
როგორ და რა ფორმით დაუკავშირდნენ "მთავარ არხს" ბანკიდან თავდამსხმელი და მძევალი, ამის შესახებ განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ უკვე გაავრცელა.