ავარია ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე - დაშავდა 4, მათ შორის 2 არასრულწლოვანი

გამოქვეყნდა:

ავარია მოხდა თელავში - ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე. თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. დაშავდა ოთხი ახალგაზრდა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

ავრიის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მუშაობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი