ორი მძევალი გათავისუფლებულია - პოლიციაში მათი გამოკითხვა დაიწყო

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის შენობაში შეჭრილმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ორი მძევალი გაათავისუფლა. - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ზუგდიდში განაცხადა. გათავისუფლებულები პოლიციაში გადაიყვანეს და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.

ორი მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელთან მიმდინარეობს ინტენსიური მიოლაპარაკებები, დეტალებს გაცნობებთ პერიოდულად - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმირ ბორცვაძემ 

ამ დრომდე  შენობაში 17 მძევალი რჩება. თავდამსხმელმა ისინი მძევლად დაახლოებით 14:30 სთ-ზე აიყვანა. ის ნიღბითაა, სამხედრო ფორმა აცვია, თან აქვს ავტომატი, პისტოლეტი და ხელყუმბარის გახსნით იმუქრებოდა, თუ მისი მოთხოვნები (მანქანა, 500.000 დოლარი და უსაფრთხო კორიდორი) არ შესრულდებოდა.

ზუგდიდში ჩასულმა შს მინისტრმა საგანგებო ოპერატიული შტაბის სხდომა ჩაატარა, რის შემდეგაც თავდამსხმელთან, სავარაუდოდ, მოლაპარაკება დაიწყო, რასაც მძევლების გათავისუფლება მოჰყვა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი