არ ვიცით, რამდენია - ზუგდიდის მერს მძევლების რაოდენობაზე წარმოდგენა არა აქვს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის მერის ინფორმაციით, მიმდინარეობს ტერორისტთან მოლაპარაკებები, თუმცა რამდენი ადამიანი ჰყავს შეიარაღებულ პიროვნებას მძევლად აყვანილი, ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ. 

შესაბამისი სტრუქტურები აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ამ მოლაპარაკების დეტქალები ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია, როგორც კი გახდება ცნობილი გეცოდინებათ თქვენც. ჯერ კონკრეტული ინფორმაციას ამის შესახებ არ გვაქვს, რამდენი მძერვალი რჩება, თუმცა მიდის ამის დაზუსტებაზე მუშაობა, - ამბობს ზუგდიდის მერი. 

ამ დრომდე  შენობაში 17 მძევალი რჩება. თავდამსხმელმა ისინი მძევლად დაახლოებით 14:30 სთ-ზე აიყვანა. ის ნიღბითაა, სამხედრო ფორმა აცვია, თან აქვს ავტომატი, პისტოლეტი და ხელყუმბარის გახსნით იმუქრებოდა, თუ მისი მოთხოვნები (მანქანა, 500.000 დოლარი და უსაფრთხო კორიდორი) არ შესრულდებოდა.

ზუგდიდში ჩასულმა შს მინისტრმა საგანგებო ოპერატიული შტაბის სხდომა ჩაატარა, რის შემდეგაც თავდამსხმელთან, სავარაუდოდ, მოლაპარაკება დაიწყო, რასაც მძევლების გათავისუფლება მოჰყვა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი