თავდასხმის პირველივე წუთებიდან ზუგდიდის ცენტრი ადგილობრივებით არის სავსე. მოქალაქეები ვისი ნათესავებიც მძევლად არიან აყვანილი, და უბრალოდ ცნობისმოყვარეებიც ადგილზე ელოდებიან ამ დრამატული დაპირისპირების დასრულებას. მათ შორის არიან ადამინები, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს, როგორ განვითარდა მოვლენები ბანკის შენობასთან, ნახეს ადამიანები, რომლებიც შენობიდან გამორბოდნენ და "მთავარ არხთან" მძევლების აყვანის პირველი წუთების შესახებ საუბრობენ.